Wednesday, November 9, 2016

              ტრენინგის მეცხრე  დღეს  შევისწავლეთ  საკუთარი  პროექტის წარდგენა, პროექტის შაბლონის გადმოწერა,  გავეცანით ვიდეოგაკვეთილების  გვერდს  და  ბოლოს შევაჯამეთ  სატრენინგო მასალა. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე.
               ჩატარებული ტრენინგებით კმაყოფილი ვარ ძალიან.   ამ ტრენინგ-სემინარებზე შესწავლილი  მასალა  დამეხმარება  სამომავლო  გეგმების განხორციელებაში, კერძოდ,  პრობლემების განსაზღვრასა და პროექტ-გაკვეთიელბის სწორად  დაგეგმვასა  და წარმართვაში.

Monday, November 7, 2016

  ტრენინგის მერვე დღეს განვიხილეთ  დიფერენცირებულ სწავლებასთან  დაკავშირებული საკითხები.  პროექტისთვის  საბოლოო  ფორმის მიცემა და მისი ატვირთვა ბლოგზე.   დღევანდელი ტრენინგით კმაყოფილი ვარ. მიღებული ცოდნა  დამეხმარება  სამომავლო გეგმებისა და  სამუშაოს სრულყოფილად   შესრულებაში.
    ტრენინგის მეშვიდე დღეს  განვიხილეთ  საავტორო უფლებებთან დაკავშირებული  პრეზენტაციის გაცნობა,შეფასების სხვადასხვა  ფორმების განხილვა და  მათზე მუშაობა, პროექტის გეგმის შევსება. შესწავლილი მასალა  დამეხმარება სამომავლოდ  პროექტზე მუშაობის  პროცესში.

Friday, November 4, 2016

  მეექვსე  ტრენინგზე ვისწავლე  ელექტრონული  პორტფოლიოს შექმნა,   ბლოგის შემადგენელი კომპონენტები და დიზაინის შერჩევა. დღევანდელი  ტრენინგი დამეხმარება,  ნაშრომების შექმნასა  და თავმოყრაში.   საკუთარი  მუშაობის შეფასებაში.

Sunday, October 30, 2016

      ტრენინგის  მეხუთე  დღეს ვისწავლე  როგორ დავიცვა  საავტორო უფლებები  და  პრეზენტაციის ბლოგზე ატვირთვა.  დღევანდელი  ტრენინგი იყო ძალინ  საინტერესო.  მიღებული  ცოდნა  მომცემს  საშუალებას,  რომ  სწავლება სკოლაში  წარვმართო  უფრო საინტერესოდ  და  გავიდე მაღალ შედეგებზე.
                                                      ჩემი პროექტის  პრეზენტაცია

Saturday, October 29, 2016

   მეოთხე  ტრენინგზე  ვისწავლე  პროექტის  პრეზენტაციაზე მუშაობა.  კერძოდ:  პრეზენტაციის შექმნა, დიზაინისა  და ანიმაციის შერჩევა. კმაყოფილი ვარ  ძალიან დღევანდელი ტრენინგით, რადგანაც  მომავალში ეს მომცემს   საშუალებას, რომ   ჩემი სამუშაო  უფრო საინტერესო იყოს.

Wednesday, October 19, 2016

     მესამე ტრენინგზე  შევისწავლე  პროექტის გეგმის შევსება, რომელიც დამეხმარება   პროექტზე მუშაობის სწორად წარმართვასა და დაგეგმვაში,  შესაბამისი სტანდარტების, საკვანძო კითხვების სწორად   შერჩევასა და  შედეგების განსაზღვრაში.

Sunday, October 16, 2016

                                                    ტრენინგის მეორე  დღე

   დღეს გავეცანით  პროექტის შაბლონს  და ვიმუშავეთ საინფორმაციო პუბლიკაციის მომზადებაზე.   შევარჩიე საპროექტო თემა. მივუთითე  მიზანი, განსახორციელებელი აქტივობები და მოსალოდნელი  შედეგები. ამასთანავე გავეცანი  ბლოგზე  ნამუშევრის ატვირთვას.

     ეს  აქტივობა დამეხმარება სასწავლო  პროცესის  დროს პროექტებით მუშაობაში.  რომელიც  მოსწავლეებში   21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარების  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.